დასკვნას ვენდობით – შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხს გაეცნო

დასკვნას ვენდობით – შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხს გაეცნო19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

მირიან ნიკოლაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დასკვნა ოჯახისთვის მისაღები და სანდოა.

შაქარაშვილი გარდაიცვალა დახრჩობით – დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი
მთავარია გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს – პრემიერი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება
მეტის ნახვა
„დღის ბოლოს დავნიშნავთ ბრიფინგს, ოჯახი გავაკეთებთ განცხადებას, სადაც გავაცნობთ ჩვენს პოზიციას.

მისაღებია დასკვნა, ვენდობით, რა თქმა უნდა ჩვენი ექსპერტი იყო ჩართული.

გამოძიებას გადაეცა დასკვნა, ველოდებით მათგან ბრიფინგს, ინიციატორები ისინი არიან.

ცოტა გვიან გავაკეთებ კომენტარს აუცილებლად“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.