”ძიძას გადმოუვარდა, ბავშვი, ბავშვიო, ყვიროდა” – რას ამბობენ მეზობლები დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

''ძიძას გადმოუვარდა, ბავშვი, ბავშვიო, ყვიროდა" - რას ამბობენ მეზობლები დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა, კვლავ მძიმეა. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, მცირეწლოვანს ამ წუთებში კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება.

“მდგომარეობა შემოსვლის წუთიდან ძალიან მძიმე იყო. ბავშვი ისევ საოპერაციოშია შეყვანილი, ქალატვინის ტრავმა, ტრამვული შოკი იყო და დილით ისევ საოპერაციოში შეიყვანეს, ოპერაციას ნეიროქირურგი აკეთებს”, – აცხადებს ჩხაიძე.

გუშინ, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

“ძიძას გადმოუვარდა ბავშვი, ასე თქვეს ეზოში. როგორც გავიგეთ გვიან საღამოს, მძიმე მდგომარეობაშია. წინა კორპუსიდან გოგო კიოდა, ბავშვიო, რომ ყვიროდა, მეთქი რა ბავშვი, დახმარება ხომ არ გინდათ-მეთქი…”
ამის შესახებ “მთავარ არხს” დიდ დიღომში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველმა უთხრა.