ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ბიკე კასიმოვას პატიმრობა შეეფარდა

ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ბიკე კასიმოვას პატიმრობა შეეფარდაქუთაისში 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბიკე კასიმოვას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით სრულად გაითვალისწინა. დაკავებულმა ბიკე კასიმოვამ სასამართლოს წინაშე არ ისაუბრა.

ადვოკატის თქმით, დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ამ ეტაპზე პატიმრობას ეთანხმებიან.

რა შუამდგომლობას დააყენებენ მომდევნო პროცესზე ეს ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა მძიმეა, არაა გამორიცხული ფსიქიატრიული ექსპერტიის ჩატარება მოითხოვონ.

რუსთავი 2