“ეს ახალი დაავადება კოვიდ 19-ზე უარესია” – უცნობი ტიპის პნევმონიისგან ყაზახეთში 1.772 ადამიანი გარდაიცვალა

"ეს ახალი დაავადება კოვიდ 19-ზე უარესია" - უცნობი ტიპის პნევმონიისგან ყაზახეთში 1.772 ადამიანი გარდაიცვალაყაზახეთში უცნობი ტიპის პნევმონიისგან წელს 1.772 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ყაზახეთში ჩინეთის საელჩომ გაავრცელა.

„ეს დაავადება უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე „კოვიდ 19“. ყაზახეთის ჯანდაცვის დეპარტამენტი და სხვა უწყებები კვლევას ახორციელებენ, თუმცა პნევმონიის ვირუსის ბუნების დადგენას ვერ ახერხებენ,“- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში პნევმონიის შემთხვევებმა განსაკუთრებით ივნისის შუა რიცხვებიდან მოიმატა. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უცნობი დაავადებისგან ქვეყანაში მიმდინარე წლის განმავლობაში 1.772 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 628 ფატალური შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა. გარდაცვლილებს შორის ჩინეთის მოქალაქეებიც არიან.

იპნ