გლდანში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

გლდანში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდათბილისში, გლდანში, ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, გამოძახებული ლიფტის კარი კაბინის გარეშე გაიღო, ბავშვი კი ღია კარში შევიდა.

ბავშვი თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაშია“ გადაყვანილი.

ის კლინიკაში მშობლებმა წაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.