გმირთა მოედანზე ტოიოტამ სკუტერით მოძრავი კაცი გაიტანა და მოკლა

გმირთა მოედანზე ტოიოტამ სკუტერით მოძრავი კაცი გაიტანა და მოკლა30 ივლისს გვიან ღამით თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

„ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ელექტროსკუტერით მოძრავ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა სწრაფად მოძრაობდა.

მომხდარის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

მსუბუქი მანქანის მძღოლი უკვე გამოკითხეს სამართალდამცველებმა.

პირველი არხი