ირინა სარიშვილი – “ქუთაისში საწყალი ქალი შველას რომ ითხოვდა, მე რომ კარებს მიმტვრევდნენ, ის ამბავი გამახსენა”

ირინა სარიშვილი - "ქუთაისში საწყალი ქალი შველას რომ ითხოვდა, მე რომ კარებს მიმტვრევდნენ, ის ამბავი გამახსენა"ქუთაისში ქალის მკვლელობაზე ირინა სარიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ამ საზარელ ამბავზე, საწყალი ქალი რომ შველას ითხოვდა და როცა შეწყდა კივილი, მერე დაუძახეს პატრულს, არც ისე დიდი ხნის წინ საკუთარ ტავზე გადახდენილი ისტორია გამახსენდა: შუაღამით, კარებზე ბრახუნით, დედის გინებით და მუქარით: ამოგხოცავთ, აივნიდან გადაგყრით როგორ მიმტვრევდნენ სახლის კარებს, ყველას ყველაფერი ესმოდა, მაგრამ არც უფიქრიათ შველა თუ ვერა, პატრულში დარეკვა მაინც. პატარებთან ერთად ვიყავი სახლში. აკანკალებულმა ძლივს ვიპოვე ტელეფონი, ძლივს დავრეკე პატრულში, რომელიც ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა. პატრულის მოლოდინში აქ ვპოსტავდი, მიშველეთ, კარებს გვიმტვრევემ-მეთქი. ჩვენი ბედი, რომ კარების შემომტვრევა ვერ მოახერხეს, თორემ სანამ იმას გაარკვევდნენ უგონოდ მთვრალები, რომ სართული აერიათ, მოსახდენი მოხდებოდა და უბედურებას ვერ ავცდებოდით.
აი ეს ვართ ჩვენ – სადაც უნდა ჩავერიოთ, ის ჩვენი საქმე არ გვგონია და ხელს ვიბანთ ან სეირს ვუყურებთ და რაც ჩვენი საქმე არ არის – ვინ გათხოვდა, ვინ ვისი საყვარელია და ა.შ. იქ ცხვირს ვყოფთ!
და მერე ამ საზიზღარ გარემოში ჩვენივე გაზრდილ თინეიჯერებს ვემართლებით და პრეტენზიები გვაქვს მათთან!
პილატეების და ციციკორეების ქვეყანა!”