იტალიის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში წარმოებული 15.4 ტონა ამფეტამინი ამოიღო

იტალიის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში წარმოებული 15.4 ტონა ამფეტამინი ამოიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცავებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სალერნოს პორტში საეჭვო კონტეინერებში 1 მილიარდი ევროს ღირებულების 84 მილიონი აბი ამფეტამინი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბებს Captagon-ის ლოგო ჰქონდათ, რომელიც „ჯიჰადის წამლის“ ნიშანია.

იპნ