ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს, მათ შორის მოჭიდავე იური ლომაძეს, პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო.
ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლოს შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან დაკავებულები ნასამართლევები არ არიან.
თავად ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.
დაკავებულების ოჯახის წევრები კი მოქალაქის გატაცების ფაქტს უარყოფენ.

