ვინ არის თეთრპერანგიანი ლაშა ლურსმანაშვილი, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ღამეს, „ოქროს მოწმეს“ გური ამირხანაშვილს უკვე თბილისში, დიდუბეში შეხვდა და 4 წუთს ელაპარაკებოდა?
„ხაშურელია, ჭალისუბანში ცხოვრობს. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მისი მეუღლე ცხოვრობდა, ჩემს მეზობლად. ამ ფაქტის გაჟღერების შემდეგ, გავიკითხე მისი პიროვნების შესახებ და ცუდი არავის არაფერი უთქვამს. არაფრით გამორჩეული ადამიანია, არც კრიმინალურ სამყაროსთან ჰქონია შეხება. 30 წლამდე იქნება. ავტომანქანების ხელოსანია, თუმცა აქ ამ პროფესიის წარმომადგენლები მას არ იცნობენ. სავარაუდოდ, თბილისში მუშაობს ხელობაზე“, – განუცხადა “2020NEWS“-ს ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა, ზაზა მეხრიშვილმა.
ამ სკანდალური ვიდეოკადრების გამო, ლურსმანაშვილი უკვე გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც თავად აღნიშნა, „ოქროს მოწმეს“ საერთოდ არ იცნობს, დიდუბეში იმ ღამეს შემთხვევით მოხვდა და ამირხანაშვილმა ქუჩაში, შემთხვევით სთხოვა ტელეფონი, რომ დაერეკა.
„თეთრპერანგიანის“ დაკითხვას კი წინ უსწრებდა ბერა ივანიშვილის მეგობრის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ დაკითხვა, რადგან „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საჯაროდ გამოთქვა ეჭვი, რომ სკანდალური საქმის „ოქროს მოწმე“ დიდუბეში სწორედ ბერას მეგობარ „კაწროს“ შეხვდა და „კაწრო“ კი ამ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს, დაკავებულების სასარგებლოდ.
2020 ნიუსი

