ხობში მანქანამ სკოლის მოსწავლე გაიტანა

ხობში მანქანამ სკოლის მოსწავლე გაიტანაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხობში, მოზარდი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლე სოფელ შუა ხორგაში გზის გასწვრივ გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.