“მოკლულ ცოლსაც და მკვლელ ქმარსაც ბავშვობიდან ვიცნობ” – ნასტასია არაბული სურამის ტრაგედიაზე წერს

"მოკლულ ცოლსაც და მკვლელ ქმარსაც ბავშვობიდან ვიცნობ" - ნასტასია არაბული სურამის ტრაგედიაზე წერსსურამში დააკავეს ილია ქურდაძე, რომელსაც ცოლის, თიკო რუსიას მკვლელობა ედება ბრალად. ამის შესახებ ნასტასია არაბულმა ფეისბუქში დაწერა:

“მოკლულ ცოლსაც და მკვლელ ქმარსაც ბავშვობიდან ვიცნობ. ცოტა უფრო მეგობრული ბავშვი რომ ვყოფილიყავი, შემეძლებოდა მეთქვა, ერთად გავიზარდეთ თქო. სულ რამდენიმე ადამიანთან გამომდიოდა მეგობრობა მაშინაც და ახლაც.
სურამში ყველა ყველას იცნობს, ბიჭი ჩემი მეზობელი, სკოლელი და მუსიკის მასწავლებლის შვილი იყო. ბოლოს ალბათ ერთი წლის წინ შემხვდა კაფეში შემთხვევით “მოკლული ცოლი”‘უმცროს შვილთან ერთად, ბავშვებზე, სკოლებსა და მასწავლებლებზე ვილაპარაკეთ – მთელი დღეა იმაზე ვფიქრობ, მაშინ უკვე ქონდათ პრობლემები თუ ჯერ კიდევ ნორმალურად იქცეოდა ქმარი.
ისეთ გარემოში, რაც სურამსა და სხვა ეგეთ პატარა, უსაქმურობასა და უყველაფრობაში ჩაძირულ დასახლებებშია, ძალადობა დიდ გაკვირვებას არ იწვევს, უფრო ნორმაა, ვიდრე გამონაკლისი. იმედია ამ საშინელი უბედურების მერე მაინც უფრო ცხადი გახდება, რომ არანაირი ოჯახის შენარჩუნება არ ღირს მოძალადესთან, რომ როცა რაღაც გაწუხებს, ჯობს ილაპარაკო, ვიდრე ლამაზი და ბედნიერი ფოტოები პოსტო. იმავე სურამში მსგავსი ქცევის კაცი სხვაც ბევრია. იქნებ მიხვდნენ მათი ცოლები, რომ არ ღირს მათთან ერთად, სიცოცხლის რისკის ქვეშ ცხოვრება. კაცები რომ რამეს მიხვდებიან, მაგის იმედი არ მაქვს.”