ნიუ იორკი შეზღუდვების მოხსნის მე-3 ეტაპს იწყებს – საქართველოს საკონსულოს გაფრთხილება

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

საკონსულოს ცნობით, 6 ივლისს ნიუ იორკი იწყებს შეზღუდვების ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას.

„მესამე ფაზა ნიუ იორკში მოიცავს მხოლოდ პირადი მოვლის მომსახურებების ინდუსტრიის გახსნას.

„COVID-19-ით ინფიცირების შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ნიუ იორკის რესტორნებში შიდა სასადილო რჩება დროებით დაკეტილი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელება არ არის შეჩერებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები და ატაროთ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში“, – აღნიშნავენ საქართველოს საკონსულოში.

ნიუპოსტი