მუხრანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – “კურიერმა” დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მიზეზი გაარკვია. ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, მოკლული პაპა წლების განმავლობაში საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა, ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი ამ ფორმით შური იძია.
„პირადი საქმეები ჰქონდათ მაგათ. „სტრანნი“ ისტორია აქვთ,“- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „კურიერთან“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო მკვლელობის მიზეზი დედაზე სექსუალური ძალადობა, ადგილობრივი ამბობს, რომ „იყო“.
„კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო, ამბობდა,“ – ამბობს ადგილობრივი.
მუხრანში შვილმა მამა და პაპა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცია. წინასწარი ცნობით, დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი. დამნაშავეს ეძებენ.
ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

