ფოთში ბმვ ხეს შეეჯახა – 7 ადამიანი დაშავდა

ფოთში ბმვ ხეს შეეჯახა - 7 ადამიანი დაშავდასოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 2 მცირეწლოვანია. თვითმხილველების თქმით, ბმვ-მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადა მუშაობდა, მათ დაშავებულები ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.