პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში რჩება

პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში რჩებამანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა დიდი ალბათობით მანჩესტერ იუნაიტედში დარჩება და გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ეს კონტრაქტი 5 წლიანი იქნება და პოგბა კვლავინდებურად მანჩესტერის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად დარჩება.

წლევანდელი სეზონის დიდი ნაწილი პოგბამ ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა როგორც ჩანს მანჩესტერში მაინც აქვთ მისი იმედი. პოგბას შეძენა ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურდა, განსაკუთრებით ზიდანს, მაგრამ მადრიდელებს მინიმუმ რამდენიმე წელიწადი დაცდა მოუწევთ.