პოლიციაში კომპანია “ზეგის” დირექტორი თამარ კობერიძე გამოიკითხა

პოლიციაში კომპანია "ზეგის" დირექტორი თამარ კობერიძე გამოიკითხაქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში კომპანია “ზეგის” დირექტორი თამარ კობერიძე გამოიკითხა. თამარ კობერიძის გამოკითხვა რუსთავში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა კომპანიის იურისტი ქეთი მირიანაშვილიც.

ინფორმაციისთვის, 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგის“ თანამშრომელი იყო.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.