ქედაში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა – მანქანა ხევში გადავარდა

ქედაში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა - მანქანა ხევში გადავარდაქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა – ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა სამი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა, სოფელ მეძიბნაში მოხდა. ადგილზე ამ წუთებში სამაშველო-სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთი 11 წლის მოზარდია.

„შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. დაშავდა სამი. ერთ მამაკაცს ტრავმული შოკი აქვს, იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე, დაახლოებით 11 წლის ბავშვი კიდურების მოტეხილობით ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ. დაშავებულია ასევე 64 წლის ქალბატონი, მას კიდურების მოტეხილობა აქვს. ამჟამად მიმდინარეობს მისი ტრანსპორტირება ბათუმის კლინიკაში“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სსკ” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.