ყაზახეთში 42 წლის ლევან გრემელაშვილი მოკლეს – მკვლელი მისი ნაცნობი ქართველია

ყაზახეთში 42 წლის ლევან გრემელაშვილი მოკლეს - მკვლელი მისი ნაცნობი ქართველიაყაზახეთში საქართველოს მოქალაქე 42 წლის ლევან გრემელაშვილი მოკლეს. გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდანაა.

ადგილობრივების ცნობით, ის კერძო ბიზნესით იყო დაკავებული და საქართველოდან რამდენიმე თვის წასულია.

ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ.მკვლელობის მიზეზი უცნობია ახლობლებისათვის, თუმცა, მათი ინფორმაციით, მამაკაცი მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.

წინასწარი ინფორმაციით, გრემელაშვილი ცივი იარაღით არის მოკლული.

დაჭრილი მამაკაცი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, თუმცა მკვლელის ვინაობის დასახელება მოასწრო.

გარდაცვლილის გადმოსვენების საკითხებზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მუშაობს.

პრაიმ ტაიმი