ყვარელში მანქანა სახლის წინ მსხდომ ხალხს დაეჯახა – 1 ქალი დაიღუპა

ყვარელში მანქანა სახლის წინ მსხდომ ხალხს დაეჯახა - 1 ქალი დაიღუპაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომანქანა სახლის წინ მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. შემთხვევა წუხელ, 13 ივლისს, მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ადგილობრივებს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ექიმის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.