რატომ არ დევს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში მოწმის სისხლიანი პერანგი?

რატომ არ დევს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში მოწმის სისხლიანი პერანგი?რატომ ჰქონდა 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეს, ვახო ახვლედიანს პერანგი სისხლიანი და რატომ არ დევს ის საქმის მასალებში? მისი ადვოკატის თქმით, სისხლის კვალი პერანგზე ახვლედიანს ჰქონდა იმ ჩხუბის შედეგად, რომელიც ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე მოხდა.

მისივე განმარტებით, ეს პერანგი საქმის მასალებში არ დევს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გადააგდო.

“როდესაც ის ჩადის ხიდზე, უხვევს და ჩადის ბუჩქებში, 4 მეტრით ციცაბოზე ჩადის, იქ არის ეკალ-ბარდები, ვეჭიდებოდი ბალახებსო, ვეჭიდებოდი ეკლებსო, ასე ჩავდიოდიო და იქ გაეხა და გაჭუჭყიანდა პერანგი, თვითონაც ეკალ-ბარდებით არის დაჩხაპნილი და იმ დროს გაეხა პერანგი. სახლში რომ არ შეშინებოდათ, გავიხადე ეს გახეული პერანგი და ჩავაგდე ნაგვის ყუთშიო”, – აცხადებს ადვოკატი მზია ქასრაშვილი.

უფრო მეტიც,  დამცველის თქმით, ახვლედიანმა თვითონაც არ იცოდა, პერანგი სისხლიანი რომ იყო.

“თვითონაც არ იცოდა, პერანგი სისხლიანი თუ იყო და ეს კარგად ჩანს კადრებში – ეტყობა, გაშველების დროს მოხვდა ხელი,“როდესაც მოხდა პირველი ჩხუბის ინციდენტი, ახვლედიანი პირველ წამებში იყო იქ, არ არის სწორი ინფორმაცია. შემდეგ გამოჩნდა ახვლედიანი, როცა ყველაფერი დაწყნარდა. ის აწყნარებს და აშოშმინებს ხალხს, თვითონ ამბობს, დასაშოშმინებლად მივედიო, შემდეგ შაქარაშვილიც გამოვიდა და აწყნარებდნენ ხალხს. ჩხუბში მას მონაწილეობა არ მიუღია.”, – განაცხადა ადვოკატმა პრესკონფერენციაზე.