რომის პაპი – ვფიქრობ სტამბოლზე, აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ

რომის პაპი - ვფიქრობ სტამბოლზე, აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარრომის პაპი ფრანცისკე „ძალიან დამწუხრებულია“ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა, რომელსაც მანამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა.

„მე ვფიქრობ სტამბოლზე, ვფიქრობ აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ“, – განაცხადა პაპმა კვირის ტრადიციული ქადაგებისას ვატიკანში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.