საბედისწერო ნიშნობა დმანისში – მოკლულია 20 წლის ბიჭი

საბედისწერო ნიშნობა დმანისში – მოკლულია 20 წლის ბიჭისაბედისწერო ნიშნობა დმანისში – ხელის სათხოვნელად მეზობელ სოფელში სტუმრობის შემდეგ 20 წლის ბიჭს ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირიპირდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მეზობელი საქმის გასარჩევად დაიბარეს.

„ჩვენი მეზობელი ბიჭი მეზობელ სოფელში ამბის გასარჩევად დაიბარეს. როგორც გავიგეთ, გოგოს ამბავზე მომხდარა დაპირისპირება. თუმცა, რამდენად სიმართლეა არ ვიცით“, – ამბობენ ადგილობრივები.

დმანისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქეა დაკავებული.

„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს – 2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.