სანდრო ბრეგაძე სუსში დაიბარეს

სანდრო ბრეგაძე სუსში დაიბარეს„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრეგაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა.

მისი განცხადებით, გამოკითხვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

ბრეგაძის სუს-ში დაბარება სავარაუდოდ, მარნეულში რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციას უკავშირდება.