საფრანგეთში მგზავრებმა ავტობუსის მძღოლი მოკლეს

საფრანგეთში მგზავრებმა ავტობუსის მძღოლი მოკლესპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები მკვლელობის მიზეზი გახდა საფრანგეთში. ხუთმა მგზავრმა ცემით მოკლა ავტობუსის მძღოლი 58 წლის ფილიპ მონგიო, რომელიც მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდებდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში მაშინ გადაიზარდა, როდესაც მძღოლის მოწოდებას მგზავრებმა ყურადღება არ მიაქციეს და არც მგზავრობის საფასური გადაიხადეს. თავდამსხმელებმა ფილიპ მონგიოს სცემეს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. უგონო მდგომარეობაში მყოფი მძღოლი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ხუთივე მგზავრს ბრალი წარედგინა, მათი სახელები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

რუსთავი 2