სენაკში მდინარე ტეხურაში 19 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში მდინარე ტეხურაში 19 წლის ბიჭი დაიხრჩოსენაკში, ნოქალაქევის ტერიტორიაზე, მდინარე ტეხურაში 19 წლის ბიჭი დაიხრჩო.

ახალგაზრდა მამაკაცს, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა. თვითმხილველებმა წყლიდან მისი ამოყვანაც შეძლეს, თუმცა სასწრაფოს მისვლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

რეზონანსი