სეულის მერი დაიკარგა

სეულის მერი დაიკარგასამართალდამცავები სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მერს, პარკ ვონ-სუნს, ეძებენ, რომელიც რამდენიმე საათია გაუჩინარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციას პარკ ვონ-სუნის დაკარგვის შესახებ მისმა ქალიშვილმა შეატყობინა მას შემდეგ, რაც მერი დღეს სამსახურში არ გამოცხადდა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ისინი პარკ ვონ-სუნს იმ ტერიტორიაზე ეძებენ, სადაც უკანასკნელად მისი მობილური ტელეფონის სიგნალი დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია დრონები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები.

იპნ