სეულის მერი პაკ ვინ სუნი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო იუწყება.
პოლიციის მონაცემებით, მერის ცხედარი პუგაკსანის პარკში იპოვეს. სხვა დეტალები ამ დროისცთის არ ვრცელდება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას პარკ ვონ-სუნის დაკარგვის შესახებ მისმა ქალიშვილმა შეატყობინა მას შემდეგ, რაც მერი დღეს სამსახურში არ გამოცხადდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ისინი პარკ ვონ-სუნს იმ ტერიტორიაზე ეძებენ, სადაც უკანასკნელად მისი მობილური ტელეფონის სიგნალი დაფიქსირდა.
იპნ