შაქარაშვილის საქმე – გიორგი ქათამაძე სასტიკადაა ნაცემი

შაქარაშვილის საქმე - გიორგი ქათამაძე სასტიკადაა ნაცემიტელეკომპანია „ფორმულამ“ მცხეთაში ხიდზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გადაღებული ფოტომასალა გაავრცელა. ფოტოზე ჩანს, რომ ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი ქათამაძე სასტიკადაა ნაცემი. სავარაუდოდ მას ჭრილობები რკინის ხელკეტით აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილის 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა 18 ივნისს საგურამოში, ერთ-ერთი მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. როგორც ახლობლები აცხადებენ, შაქარაშვილი კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებდა. მისი კვალი მდინარე არაგვთან გაქრა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 70 მაშველი და 7 ნავი მონაწილეობდა. ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

19 წლის სპორტსმენის სიცოცხლის მოსპობის მიზეზი, სავარაუდოდ, უბნებს შორის დაპირისპირება გახდა.

პრაიმ ტაიმი