სროლა გორში – 2 პირი დაიჭრა

სროლა გორში - 2 პირი დაიჭრაგორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სავარაუდოდ, ორი პირი დაიჭრა. დაშავებულები ცეცხლნასროლი დაზიანებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევა გორში, ვერხვების დასახლებაში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლა და დაჭრის ფაქტი ერთ-ერთი დაშავებულის მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა.

ერთ-ერთი დაჭრილის, ლ.რ.-ს მეუღლის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა რამდენჯერმე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

იპნ