სუარესი ბარსელონას საუკეთესო ბომბარდირების სამეულში შევიდა

სუარესი ბარსელონას საუკეთესო ბომბარდირების სამეულში შევიდაბარსელონას ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი ბარსელონას ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 194 გატანილი გოლია. პირველ ადგილზე ბუნებრივია ლიონელ მესია, ხოლო მეორე პოზიციას სეზარი იკავებს, რომელიც ბარსელონაში 50-იან წლებში თამაშობდა.

სუარესი კატალონიურ გუნდში 2015 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია და მუდმივად ინარჩუნებს სტაბილურობას. სუარესის თქმით ის ბარსელონაში აპირებს კარიერის დასრულებას.