სურამში ქმარმა ცოლი ღამის 3 საათზე საწოლში მოკლა – “რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ”

სურამში ქმარმა ცოლი ღამის 3 საათზე საწოლში მოკლა - "რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ"სურამში ქმარმა ცოლი მოკლა.

მეზობლები სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობენ. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და „სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა“.

ოჯახის ნაცნობების თქმით, ოჯახს მატერიალური პრობლემები არ ჰქონია

მათივე ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა ცოლს გვიან ღამით, 03:00 საათისთვის, საწოლში ესროლა.

როგორც მეზობლები ყვებიან, „ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს“.

მათივე თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი „ალკოჰოლს ხშირად სვამდა“.

„მათ სამი შვილი ჰყავთ“, – აცხადებენ მეზობლები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.