სვანეთში მანქანა მდინარეში გადავარდა – მანქანა ამოიყვანეს, მძღოლს ვერ პოულობენ

სვანეთში მანქანა მდინარეში გადავარდა - მანქანა ამოიყვანეს, მძღოლს ვერ პოულობენმესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა.

შემთხვევა მესტია-უშგულის გზის მულახის მონაკვეთზე მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში ერთი ადამიანი იჯდა, რომლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ერთი ადამიანი იჯდა მანქანაში და მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ყველა ბრიგადა, ვინც კი გვყავდა ადგილზე“ , – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა ვასო ზურებინმა განუცხადა, ავტომანქანა ამოყვანილია, თუმცა მანქანაში მყოფი პირის სამძებრო სამუშაოებს მდინარის დინება აფერხებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს მდინარიდან მანქანის ამოყვანის სამუშაოები.

იპნ