“თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის ინსცენირება მოუწყვეს?” – რას ამბობს უკრაინელი ექსპერტი

"თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის ინსცენირება მოუწყვეს?" - რას ამბობს უკრაინელი ექსპერტიარსებობს ვარიანტი, რომ მას გაუკეთეს ინექცია ამ პრეპარატის და შემდეგ მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება, – ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი, გალინა კარმუშინა თამარ ბაჩალეიშივლის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს და საკუთარ ვერსიაზე საუბრობს.

„თეორიულად მოგახსენებთ – არსებობს ვარიანტი, რომ მას გაუკეთეს ინექცია ამ პრეპარატის და შემდეგ მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება, ეს ჩემი აზრია, რადგან თვითმკვლელობის ინსცენირება საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პროცესია.

ინექციის დადგენა საკმაოდ რთულია, რადგან გვამი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო“, – ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი „პოლიტმეტრის“ ეთერში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

პრაიმ ტაიმი