“თამარ ბაჩალიაშვილი მანქანის უკანა სავარძელზე ნახეს” – გარდაცვლილის უფლებებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაიცავს

"თამარ ბაჩალიაშვილი მანქანის უკანა სავარძელზე ნახეს" - გარდაცვლილის უფლებებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაიცავსთამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აიყვანა, რომელიც გარდაცვლილი გოგოს უფლებებს დაიცავს.

ის, ამ წუთებში სამართალდამცველებთან ერთად იმყოფება. რამიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი მწყემსმა იპოვა და გარდაცვლილი მანქანის უკანა სავარძელზე ნახეს. ადვოკატისვე თქმით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება.

“საეჭვო ყველაფერი შეიძლება იყო, უყურადღებოდ არაფერი არ დარჩება. მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის უღრანი ტყე.  ჯერჯერობით, მეტის თქმა  არ შემიძლია.” – აღნიშნა რამიშვილმა.

რუსთავი 2