წნორში მანქანა ბოძს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა, 2 არასრულწლოვანი მძიმედაა

წნორში მანქანა ბოძს შეეჯახა - მძღოლი დაიღუპა, 2 არასრულწლოვანი მძიმედაა7 ივლისს წნორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევა სოფელ მაჩხაანის მიმდებარედ ცენტრალურ გზაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი სამი მგზავრიდან ერთი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ექიმი, ნანა თამაზაშვილი აცხადებს, არასრულწლოვნის თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა იგეგმება. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ მეორე არასრულწლოვანს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოყვანილია ორი პაციენტი, არასრულწლოვანი. ერთს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, მეორე პაციენტს პოლიტრავმა. საშუალო სიმძიმის არის ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, მეორე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან პოლიტრავმაა და სავარაუდოდ, კატასტროფის ბრიგადით გადავა პაციენტი თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში,” – ამბობს ექიმი.