ვაჟა-ფშაველაზე მერსედესი ამოყირავდა

ვაჟა-ფშაველაზე მერსედესი ამოყირავდავაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ამოყირავდა. ავარიის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი პირი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ავტოავარიაში სულ 3 მანქანა ფიგურირებდა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.