“17 კაცი უნდა გაამწაროს, თან ჩალიჩობს პარლამენტში შესვლას” – დაკავებულის მამა მირიან ნიკოლაძეს სიცრუეში ადანაშაულებს 

"17 კაცი უნდა გაამწაროს, თან ჩალიჩობს პარლამენტში შესვლას" - დაკავებულის მამა მირიან ნიკოლაძეს სიცრუეში ადანაშაულებს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახი მირიან ნიკოლაძეს სიცრუეში ადანაშაულებს და შაქარაშვილის ოჯახთან შეხვედრას ითხოვს.

დაკავებულის მამა აცხადებს, რომ შაქარაშვილის ბიძა ადრე კორუფციულ სქემებში იყო ჩართული და მან მისი ახლობელი მოსამართლის მოსყიდვით გაამართლა.

“მან ადრე გაამართლა ჩემი ახლობელი, დამნაშები, რომელსაც გამოართვა თანხა და გადაუხადა მოსამართლეს. ღირსია თავი ვარტყმევიო კადრებზე,” – ამბობს ბრალდებულის მამა.

დაკავებულის ბაბუა მირიან ნიკოლაძის ქმედებებშ პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს.
“გულნატკენია კაცი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი უბედურების გამო 17 კაცი გაამწარო, თან ჩალიჩობს, პარლამენტში შესვლა უნდა. ჯერ წლისთავიც არ გასულა და ჩალიჩობს იქ მოჯდეს” – აცხადებს დაკავებულის ბაბუა.