ახალქალაქში მოკლულის ახლობლებმა სახლები გადაწვეს

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

როგორც ამირანაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ ეტაპზე ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

„კრიმინალური შემთხვევაა. მკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი ახალქალაქში. ამის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავებმა დაწვეს რამდენიმე სახლი. პოლიციას ამ დროისთვის სრულად აქვს კონტროლზე აყვანილი მდგომარეობა”,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ცნობისთვის, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების მოხდა, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

იპნ