არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა

არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნაგენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პირს, არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალები არ ჩაიბარეს, რის გამოც, ბრალდებულის დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. ადვოკატსაც და ბრალდებულსაც საქმის მასალები უკვე გადასცეს. ორივე მათგანი საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილეს.

“ეს არის ყოვლად უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს ბრალდებულის უფლებებსა და ინტერესებს,” – ასე გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებას არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ბრალდებულს ახალი ადვოკატი არ ესაჭიროებოდა და მათ მასალებზე წვდომა მაინც ექნებათ.

„ეს გადაწყვეტილება არის ყოვლად უკანონო. მოტივი იყო, რომ თითქოს დაცვის უფლება ირღვეოდა და პროკურატურა თითქოს ზრუნავს ბრალდებული არჩილ გაგნიძის უფლებების და ინტერესების დაცვაზე, რეალურად მათ მისი უფლებები დაარღვიეს. ბრალდებულს არ ესაჭიროებოდა ახალი ადვოკატი, ვინაიდან ჩვენი პოზიციები შეთანხმებულია და ეს არის ყოვლად უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს ბრალდებულის უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენ დაცვის უფლებას ვერ შეგვიზღუდავს ვერც ერთი პროკურატურა, მასალებზე წვდომა მაინც გვექნება და გავაგრძელებთ მისი უფლებების დაცვას,“ – აღნიშნა მამულაშვილმა.

იპნ