ბაჩალიაშვილის ტელეფონში ყველა სოციალური ქსელის მიმოწერა წაშლილია

ბაჩალიაშვილის ტელეფონში ყველა სოციალური ქსელის მიმოწერა წაშლილიაბაჩალიაშვილების ოჯახი და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. უწყებიდან გამოსული ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში, ყველა სოციალური ქსელის მიმოწერა წაშლილია და ლოკაცია არ იძებნება.

მისივე თქმით, საქმეში ახალი ფიგურანტებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ვინაობას ადვოკატი არ აკონკრეტებს.

“ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად წაშლილია ყველაფერი. ბოლო ჩატი ვოტსაფში არის 24 ივნისიდან წაშლილი.

ბოლო ზარი არის 6 ივნისიდან წაშლილი. არანაირი ლოკაცია, ადგილმდებარეობა არ არის ნაჩვენები. როგორ შეეძლო განეხორციელებინა გადაადგილება თეთრიწყაროში და იმ ადგილებში, სადაც აღმოჩენილი იყო. თვით გამოძიებასაც, იმ პირებთან ერთად, ვისთანაც დათვალიერებას ვახორციელებდით, ჩემს კითხვებზე არ ჰქონდათ პასუხი.

ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერები ვნახეთ, ვნახეთ 18 ივლისის , ულამაზესი გოგონას ულამაზესი ფოტო, რომელიც მან გადაიღო ძალიან ლამაზ ფორმაში, ცოტა მხიარული და ცოტა სევდიანი სახით, ეს იყო მისი გადაღებული სურათები.

საჭიროება უკვე ნამდვილად არის, რომ გფბ-დან გუგლიდან, ფეისბუქის ადმინისტრაციიდან სრულად წამოვიდეს ინფორმაცია, თუ რასთანაა დაკავშირებული. დადგინდება, ვის მიერ არის შესრულებული ის პატარა ჩანაწერი, რომელიც გასაჯაროვდა,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.