დეა კაპანაძეს აქვს ინფორმაცია, თუ ვინ გაიყვანა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი საბედისწერო დღეს სახლიდან. ამ საკითხში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის დედის, თეონა თამაზაშვილისა და მისი შეყვარებულის, ბაჩანა ლობჟანიძის აზრი ერთმანეთს ემთხვევა. ისინი თვლიან, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი ამგვარ ინფორმაციას ნამდვილად ფლობს.
„ჩემი აზრით, დეა კაპანაძეს აქვს იმ ფაქტებზე ინფორმაცია, რამაც შეიძლება თამარის გარდაცვლების მიზეზებამდეც კი მიგვიყვანოს. მისი დუმილი ცოტა არ იყოს საეჭვოც კია ჩემთვის“, – ამბობს ლობჟანიძე.
ლობჟანიძის თქმითვე, საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს დეა კაპანაძით და იმ გარემოებებით, რომელთა შესახებაც გარდაცვლილი გოგოს ახლო მეგობარს აქვს ინფორმაცია და გამოძიებას უკვე აცნობა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალეიშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი „ჰუნდაის“ მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

