ბათუმში ავარიაში დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში ავარიაში დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალაბათუმში სამი დღის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ბავშვმა ავტოსაგზაო შემთხვევისას თავის არეშე მძიმე ტრავმა მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ცნობისთვის 10 აგვისტოს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა 3 კი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან მყოფ ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

იპნ