“ბუსა შეყვარებულს დაშორდა, რომელიც იმ ღამეს ლევანიკოსთან იყო და იმიტომ მიაკითხა” – რა მოხდა თოფაძეების სახლში

"ბუსა შეყვარებულს დაშორდა, რომელიც იმ ღამეს ლევანიკოსთან იყო და იმიტომ მიაკითხა" - რა მოხდა თოფაძეების სახლშირა მოხ­და 2 აგვისტოს გამ­თე­ნი­ის 5 სა­ათ­ზე გოგი თო­ფა­ძის სახ­ლში და რა­ტომ დაჭ­რეს ლე­ვა­ნი­კო თო­ფა­ძე, ამის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ვერ­სია გავ­რცელ­და.

“ამბების” წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუსა თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო მი­ვი­და, რო­მელ­საც ორი თვის წინ და­შორ­და:

– ერ­თმა­ნე­თი წლე­ბი უყ­ვარ­დათ, გო­გოს ბუ­სას ოჯა­ხიც იც­ნობ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნაა, წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახლა რა დღე­შია. ის და ლე­ვა­ნი­კო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და არ მიკ­ვირს, რომ მათ­თან სტუმ­რად იყო, რად­გან სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავთ. მი­ზე­ზი რა გახ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ბუსა ვერ ეგუ­ე­ბო­და ამას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და და ხვდე­ბო­და. იმ ღა­მე­საც ალ­ბათ გა­ი­გო, რომ ლე­ვა­ნი­კოს­თან მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც იქ იყო. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ მი­ა­კი­თხა თო­ფა­ძე­ებს სახ­ლში.

– ბუ­სა­ზე რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ?

– ბუსა გე­ნი­ო­სია, კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, იცით რო­გორ სწავ­ლობ­და და რა ჭკვი­ა­ნია? – რა­ღაც­ნა­ი­რად აი­რია მისი ცხოვ­რე­ბა, ჰო გახ­სოვთ, გია ბა­რა­მი­ძეს­თა­ნაც მო­უ­ვი­და კონ­ფლიქ­ტი და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. ერთი რამ ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბუ­სას ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ლე­ვა­ნი­კო თო­ფა­ძე მხო­ლოდ ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და ლე­ვა­ნი­კოს არა­ვის­თვის წა­ურ­თმე­ვია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

მომ­ხდარ­ზე სა­უბ­რი­სას, გოგი თო­ფა­ძემ გა­ნა­ცხა­და, – კაცი, რო­მელ­მაც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი დაჭ­რა, იქ მყო­ფი ქა­ლის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლიო.

“არ ვიცი, მაგ­რამ რაც მი­თხრეს, ეს ქალ­ბა­ტო­ნი და ეს ვაჟ­კა­ცი, ვინც იყო, რამ­დე­ნი­მე წელი იყ­ვნენ ერ­თად, მერე თურ­მე ერ­თმა­ნეთს გას­ცილ­დნენ”, – გა­ნა­ცხა­და მან.

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიყო, სადაც ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა.

ერთ-ერთი თვითმხილველი გვიყვება, რომ ამ ფაქტმა იქ მყოფი ბუსა ჟვანიას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა.

მოგვიანებით, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, მის საცხოვრებელ სახლში წავიდა, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა.

„კურიერმა“ კი იმ გოგონას სურათი გაავრცელა, ვის გამოც ზურაბ ჟვანიას შვილსა და გოგი თოფაძის შვილიშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.