ჩოხატაურში ფორდი ხეს შესკდა – მძღოლი დაიღუპა

ჩოხატაურში ფორდი ხეს შესკდა - მძღოლი დაიღუპაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში – ცენტრალურ გზაზე მოძრავმა “ფორდის” ტიპის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს დაეჯახა.

შემთხვევა სოფელ გორაბერეჟოულში მოხდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა “ფორდის” მძღოლი – შუახნის მამაკაცი. “კურიერის” ინფორმაციით, ის ბათუმში ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.