დიდუბეში საცხობი აფეთქდა – 2 ადამიანი დაშავდა

დიდუბეში საცხობი აფეთქდა - 2 ადამიანი დაშავდადიდუბეში საცხობის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საცხობის თანამშრომლები არიან. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ხანძარი, ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აფეთქება ტრანსპორტის ქუჩა ნომერ 2-ში მოხდა. ის ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.