ერთი კაცი მდინარეში გადავარდა და დაიხრჩო, მეორე ადგილზე დაიღუპა – ქარელში მანქანა ბორდიურზე მჯდარ 2 კაცს დაეჯახა

ერთი კაცი მდინარეში გადავარდა და დაიხრჩო, მეორე ადგილზე დაიღუპა - ქარელში მანქანა ბორდიურზე მჯდარ 2 კაცს დაეჯახაქარელში მსუბუქი ავტომანქანა ოპელი 2 მამაკაცს დაეჯახა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა.

“თრიალეთის” ცნობით, მანქანა სოფელ კეხიჯვართან ბორდიურზე მჯდომ ახალგაზრდებს დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი წყალში გადავარდა და დაიხრჩო, ხოლო მეორე მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.