გიორგი ლობჟანიძეს 100.000 ლარიანი გირაო, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა – სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა

გიორგი ლობჟანიძეს 100.000 ლარიანი გირაო, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა - სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანათბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორის გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100.000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანს კი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ბრალდების მხარე, პროკურატურა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორისა და ამავე კლინიკის ექიმების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.