გოჩა წელაურის და მისი შვილის ცემისთვის დაკავებული არასრულწლოვანი გირაოთი გამოუშვეს, 2 პირს პატიმრობა შეუფარდეს

გოჩა წელაურის და მისი შვილის ცემისთვის დაკავებული არასრულწლოვანი გირაოთი გამოუშვეს, 2 პირს პატიმრობა შეუფარდესთელავის რაიონულმა სასამართლომ ჩაცმულობასთან დაკავშირებით მომხდარი ცემის ფაქტზე 2 პირს აღმკვეთი ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ საქმეში მონაწილე სამი დაკავებულიდან არასრულწლოვანი 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ორ მათგანს კი აღმკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე ბრალდების მხარე სამივე დაკავებულის პატიმრობას ითხოვდა. სხდომა დახურულ რეჟიმში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლოს ეზოში პანკისის ხეობის მაცხოვრებლები იყვნენ შეკრებილები, თუმცა მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ.

ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, გოჩა წელაურისა და მისი 16 წლის შვილის ცემის საქმეზე ბრალი სამ პირს ჰქონდა წარდგენილი. მათ გამოძიება დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და არასრულწლოვნის ჯგუფურად ცემას ედავება.

წინა სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს ჩაინიშნა.

რუსთავი 2