გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრაზე – “ვინც დანა დაარტყა, გაიქცა უცებ აქედან. არც ვიცნობ”

გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრაზე - "ვინც დანა დაარტყა, გაიქცა უცებ აქედან. არც ვიცნობ"ახლა ჯერ კიდევ უგონოდ არის, ოთხი ჭრილობა აქვს, მეუბნებიან, რომ გადარჩებაო, – შვილიშვილის, ლევან თოფაძის, მდგომარეობის შესახებ გოგი თოფაძემ “მთავარ არხთან” ისაუბრა.

მისი თქმით, ბაკურიანში მყოფი ახალგაზრდები თბილისში დილის 5 საათზე დაბრუნდნენ, რის შემდეგაც სწორედ მასთან მივიდნენ.

თოფაძე იხსენებს, რომ საუბრის დროს, ერთ-ერთმა იქ მყოფმა თავის მეგობარს დაურეკა, რომელსაც ადრე იმ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად მის სახლში მივიდა. თოფაძე ამბობს, რომ ეს ადამიანი მივიდა და დანით მის შვილიშვილს ოთხი ჭრილობა მიაყენა.

ვინც დანა დაარტყა, გაიქცა უცებ აქედან. არც ვიცნობ. მოვიდა, აქ იყო ერთ ერთი მაგის მეგობარი, რომელიც დახვდა მაგას. საქმე მაქვს რაღაცო, ავიდა მეოთხე სართულზე და დაარტყა დანა. ახლა, ჯერ კიდევ უგონოდ არის, ოთხი ჭრილობა აქვს, მეუბნებიან, რომ გადარჩებაო, – ამბობს გოგი თოფაძე
შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 აგვისტოს გოგი თოფაძის შვილიშვილი და კიდევ ერთი პირი დაჭრეს. ორივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მათი მდგომარეობა მძიმეა. გოგი თოფაძის
შვილიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს.
უწყების ცნობით, ჟვანია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 მთავარი